ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის ავტობანზე [video]

2020-08-07 19:11:44

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისი ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე. [ვიდეო/video]

"ჰონდა"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

როგორც "ინფო რუსთავს" ავტომობილის მძღოლმა განუცხადა, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მას ფიზიკური დაზიანებები არ მიუღია და მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში საჭირო არ გამხდარა.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სამაშველოს სამსახურის ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებულები.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები