ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის ავტობანზე, ლილოს გადასახვავთან [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით "ნისანი"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე გადაბრუნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
დაშავებული მძღოლი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.