ბეირუთი აფეთქების შემდეგ [photo]

2020-08-06 14:48:53

4 აგვისტოს ლიბანის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებას ბოლო მონაცემებით 137 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5000-მდე კი დაშავდა.

აფეთქების შედეგად განადგურებულია 10 კილომეტრიან რადიუსში ყველა შენობა-ნაგებობა.

როგორც ოფიციალური წყაროები ამბობენ, აფეთქების მთავარი გამომწვევი მიზეზი პორტში უსაფრთხოების წესების დარღვევით დასაწყობებული 2750 ტონა ანონიუმის ნიტრატი გახდა.

გუშინ ინფო რუსთავმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბეირუთში დასაწყობებული ანონიუმის ნიტრატი, შესაძლოა, რუსთავის აზოტის საწარმოში იყოს წარმოებული.

ლიბანში ორ კვირიანი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

იხილეთ ფოტოები, ბეირუთში მომხდარ აფეთქებამდე და აფეთქების შემდეგ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები