განმეორებითი რეგისტრაცია რუსთავის ბაღებში

2020-08-06 11:07:25

2020 სასწავლო წლისთვის რუსთავის ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის მსურველთათვის განმეორებითი რეგისტრაცია 25 აგვისტოს ჩატარდება.

ამის შესახებ ინფორმაციას ააიპ “რუსთავის საბავშვო ბაგა - ბაღების გაერთიანება” ავრცელებს.

სარეგისტრაციო საიტი ჩაირთვება უშუალოდ რეგისტრაციის წინ.ბაგის (2-3 წლ) ასაკის ბავშვთა რეგისტრაცია ჩატარდება 11.00 საათზე.

ამ ასაკობრივ ჯგუფში ჩაირიცხებიან 16.09.2017წ.-დან 15.09. 2018წ. - ის ჩათვლით პერიოდში დაბადებული ბავშვები.

3-4 წლიანთა რეგისტრაცია დაიწყება 12.00 სთ-ზე.
ამ ასაკობრივ ჯგუფში ჩაირიცხებიან ბავშვები, რომლებიც დაიბადნენ 16.09.2016წ - დან -15.09.2017 წ. ჩათვლით პერიოდში.

4-5 წლიანთა ასაკის რეგისტრაცია ჩატარდებაა 13.00სთ.ზე.
ამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩაირიცხებიან 16.09.2015წ.დან -15.09.2016წ. შუალედში დაბადებული ბავშვები.

5-6 წლიანთა ასაკობრივ ჯგუფში მსურველთა რეგისტრაცია ჩატარდება 14.00 საათზე.
ჩაირიცხებიან 16.09.2014წ.დან - 15.09.2015წ.-ის ჩათვლით დაბადებული ბავშვები.

ელექტრონული რეგისტრაციის გავლისა და ბავშვის ჩარიცხვის შემთხვევაში ბაგა-ბაღში უნდა წარადგინოთ შემდეგი საბუთები:

1.ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი
2. ორი ფოტოსურათი (3x4)
3. ცნობა ბავშვის რუსთავში რეგისტრაციის შესახებ, გაცემული იუსტიციის სახლის ან
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.
4. ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).