მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2020-08-05 22:51:12

9 აგვისტომდე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 6 აგვისტოს +27, +32 გრადუსი იქნება, ხოლო 7 - 8 აგვისტოს +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 4 – 6 აგვისტოს +29, +31 გრადუსი იქნება, ხოლო 7 – 8 აგვისტოს +32, +34  გრადუსამდე მოიმატებს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 6 აგვისტო +29°C, 7 აგვისტო +30°C, 8 აგვისტო +32°C, 9 აგვისტო +33°C.