რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2020-08-05 17:44:29

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 აგვისტოს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში: თბილისის, შარტავას, სანაპიროს, რუსთაველის, 8-ე მიკრორაიონის, 20-ე მიკრორაიონის, ქუთაისის, ლესელიძის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.