საბერძნეთში ქართველი დააკავეს

2020-07-02 19:42:07

საბერძნეთში 29 წლის ქართველი კაცი დააკავეს.

ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი თესალონიკში ბერძულმა პოლიციამ ბარში ნარკოტიკული საშუალების, კერძოდ კოკაინის, რეალიზაციის ფაქტზე დაიჭირა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ 29 წლის ქართველი ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის 81 შემთხვევაში ფიგურირებს.

პოლიციამ დაკავებულის ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული კოკაინის 9 პატარა შეკვრა, იარაღი, 4 მობილური ტელეფონი და ფული ამოიღო.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები