ხანძარი იყო რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, უცნობმა პირმა ავტომობილის საბურავები დაწვა, რის შედეგადაც ცეცხლი ხმელ ბალახზე გავრცელდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად შეძლეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.