პარკის შესასვლელთან ბოძკინტებს ამონტაჟებენ

2020-07-30 17:23:29

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკის შესასვლელთან რკინის ბოძკინტები ამონტაჟებენ.

პარკში, ჩასასვლელთან (წმინდა ნინოს ქუჩიდან) ხშირად ავტომობილებს ისე აპარკინგებდნენ რომ შშმ პირები სპეციალური ბილიკით ვერ სარგებლობდნენ.

იმის გამო რომ პრობლემები ექმნებოდათ ეტლით მოსარგებლეებს გაკეთდა ხელოვნური გამყოფი გზა, რის შემდეგაც ადვილად იქნება შესაძლებელი პარკში ალტერნატიული გზით სარგებლობა.

სამუშაოებს რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლები ახორციელებენ.