რუსთავში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
წალკის მოსახლეობა გასხვისებული მიწების უკან დაბრუნებას ითხოვს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ჰექტრობით სასოფლო-სამეურნეო მიწებია გასხვისებული, რომელიც მოსახლეობას დროულად უნდა დაუბრუნდეს.
ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია. ინფო რუსთავის ინფორმაციით, ცოტახანში აქციის მონაწილეები რუსთავიდან თბილისში, პროკურატურის შენობის წინ გადაინაცვლებენ და აქციას იქ გამართავენ.
იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობას მიწები არ დაუბრუნდება, ისინი პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.