ავარია ავტობაზრობაზე (ფოტო)

2017-05-21 12:35:15

რუსთავის ავტობაზრობაზე ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით 10 საათზე მოხდა. ერთმანეთს "ოპელი"-ს და "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. ავარიის შედეგად დაშავდა ერთი პირი, "ოპელი"-ს მძღოლი, 25 წლამდე მამაკაცი საშუალო სიმძიმის დაზიანებებით "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.