თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევიდან ხუთი გაჩიანს უკავშირდება, ოთხი შემოტანილია, ხოლო ერთის წყაროს მოძიება გრძელდება.
"გუშინ იყო 1145 დადასტურებული შემთხვევა, დაემატა ათი ახალი შემთხვევა და ამჟამად გვაქვს 1155. გამოჯანმრთელდა მხოლოდ ორი და აღნიშნული რიცხვი 929-ს შეადგენს. ათი პაციენტიდან, ხუთი შემთხვევის წყარო გაჩიანია, ოთხი შემოტანილი შემთხვევაა. აქედან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ერთ შემთხვევაზე მიმდინარეობს წყაროს დადგენა და კონტაქტების კვლევა", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.