"კომპიუტერი მანამდეც გახსნილი იყო" [video]

2020-07-29 13:45:59

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერი, გამოძიებას გუშინ არ გაუხსნია და მაშინ, როცა სამართალდამცავები ამბობდნენ, რომ ლეპტოპის კოდის გაშიფვრას ვერ ახერხებდნენ, კომპიუტერი უკვე გახსნილი იყო. [ვიდეო/video]

ამ ეჭვებს მიხეილ რამიშვილს 3 ფაქტორი უმყარებს. პირველი, რამიშვილმა მოითხოვა, რომ ლეპტოპი მის გარეშე არ გახსნილიყო, თუმცა გუშინ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მისვლისას, კომპიუტერი დალუქულ მდგომარეობაში არ დახვდა. მეორე, ქვემო ქართლის პოლიციის უფროსის მოადგილემ, ნიკოლოზ (ლადო) ბაჭულაშვილმა ჯუმბერ ბაჩალიაშვილს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი შვილი "შარში იყო" და მესამე, ლეპტოპის გახსნა მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც მიხეილ რამიშვილმა საქმეში ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართვა დააანონსა.

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის თქმით, ის აპირებს დაადგინოს, სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზამდე, როდის იყო ბოლო შემხებლობა კომპიუტერთან.

"საელჩოდან პასუხს ველოდები, რომ მოვიწვიო ექსპერტები და დავადგინო, ახლანდელ ექსპერიზამდე, ბოლო გახსნა და შემხებლობა კომოპიუტერთან როდის იყო", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

რამიშვილის თქმით, ასევე მოითხოვს, მოხდეს გამოძიება, რატომ აღარ იძებნება ბაჩალიაშვილის პირადი ფეისბუქ გვერდი.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები