რუსთაველ ქალს კორონავირუსი დაუდგინდა

2020-07-29 10:59:39

რუსთავში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ვირუსი 87 წლის ქალს ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონაში დაუდასტურდა.

ქალი ცხელების ზონაში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა მაღალი სიცხით შეიყვანა.

ჯერ-ჯერობით დაუდგენელია საიდან დაინფიცირდა ქალი და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა.