"სანამ ცოცხალი ვარ, არ გავჩერდები" [video]

2020-07-27 14:56:18

"სანამ ცოცხალი ვარ და ფეხზე დავდივარ, მაჩალიკაშვილს ხომ ხედავთ, არ გავჩერდები", - ამის შესახებ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის დატოვების შემდეგ "ინფო რუსთავს" განუცხადა. [ვიდეო/video]

როგორც ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, გოგონა სახლში ნაღვლიანი ხშირად ბრუნდებოდა. ის არ გამორიცხავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი თვითმკვლელობამდე მიეყვანათ და ეს კავშირში იყოს გოგონას სამსახურთან.

„ოჯახში არაფერი პრობლემა და დარდი არ ჰქონია. უბრალოდ, მე მკლავს ერთი რამ, სახლში რომ შემოდიოდა ნაღვლიანი, ვეკითხებოდი თამარ, რა დაგემართა, შვილო, თქვი, შეიძლება რამეში დაგეხმარო, მამა ვარ. ტიროდა ბავშვი, არ მეუბნებოდა“, - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

როგორც ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი უნდობლობას უცხადებს ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციას და მოითხოვს საქმე გამოძიებისვის  გადაეცეს "სამინისტროს ან ნებისმიერ სხვა ორგანოს, რომელიც უფრო კომპეტენტური და სამართლიანი იქნება". გარდაცვლილი 23 წლის გოგონას მამამ დაასახელა იმ მაღალჩინოსნის ვინაობა, რომლემაც მას უთხრა, რომ თამარი "დიდ შარში იყო" და ასევე ოჯახის მიმართულებით, მედიისათვის ინფორმაციის მიწოდების გამო, მუქარის შემცველი ხასიათის საუბარი განახორციელა.