თამარი “დიდ შარში იყო”

2020-07-27 13:17:01

თამარ ბაჩალიაშვილის მამის განცხადებით, სამართალდამცავი, რომელიც მისი მიმართულებით მუქარის შემცველი ხასიათის საუბარს ახორციელებდა, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ლადო ბაჭულაშვილია. [ვიდეო/video]

ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, ასევე ბაჭულაშვილი იყო ის პირი, რომელმაც უთხრა მას, რომ თამარი “დიდ შარში იყო”.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა და ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი სულ ცოტა ხნის წინ დატოვეს. მათი ინფორმაციით, ბაჭულაშვილი პოლიციაში არ დახვდათ.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციას უნდობლობას უცხადებს და მოითხოვს, რომ საქმე გამოსაძიებლად კრიმინალური პოლიციის ცენტრალურ დეპარტამენტს გადაეცეს.