მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2020-07-26 23:09:58

27 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +28, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი იქნება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 27 ივლისი +36°C, 28 ივლისი +35°C, 29 ივლისი +34°C, 30 ივლისი +36°C.