რუსთავის ბაზრის კიდევ ერთ მოვაჭრეს კორონავირუსი დაუდასტურდა

2020-07-26 12:09:16

რუსთავის ცხელების ზონაში მოთავსებულ ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა - ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავამდყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ დაუდასტურა.

პაციენტი 65 წლის ქალია და იგი რუსთავის ცხელების ზონაში გაჩიანიდან გადმოიყვანეს. როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განუცხადა, ქალი რუსთავში, "ძველ ბაზარში" ვაჭრობდა, თუმცა ის ბოლო 8 დღის განმავლობაში აგრარულ ბაზარში არ ყოფილა, ამიტომაც რუსთავში მისი კონტაქტების წრის შესწავლის საჭიროება არ დგას.

ეპიდემიოლოგები ქალის კონტაქტების წრეს სწავლობენ გარდაბანში.

პაციენტი შემდგომი მკურნალობის მიზნით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.