სეტყვამ ნათესები გაანადგურა

2017-05-20 11:55:38

შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში ძლიერმა სეტყვამ ნათესები გაანადგურა. "ინფო რუსთავთან" სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ რომ - "წელს ძალიან ცუდი წელია ჯერ იყო გაზაფხულის ყინვამ ყველაფერი გაყინა, საჭმელადაც არ დატოვა ბალიდან დაწყებული ვაშლით დამთავრებული დღეს კი ძლიერმა სეტყვამ ნათესები გაანადგურა". სეტყვა 10-15 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.