იტალიაში 2 ქართველი დააკავეს

2020-07-28 11:14:29

იტალიაში 2 ქართველი კაცი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

პოლიციამ 42 წლის ნ.ა და 23 წლის ა.ხ-ს  რამდენიმე სახლის ძარცვის ბრალდებით დააკავა.

იტალიური მედია წერს, რომ 4-მა პოლიციელმა ქუჩაში მოსიარულე ორი საეჭვო ქმედების მამაკაცი შენიშნა და მათი თვალთვალი დაიწყეს.

ქართველმა კაცებმა შეამჩნიეს, რომ მათ უთვალთვალებდნენ და მიმალვას შეეცადნენ.

სამართალდამცავებმა მაინც შეძლეს ორი ქართველის დაჭრდა და მათი ჩხრეკა ჩაატარეს, რის შედეგადაც ნ.ა-ს ყალბი გასაღები და ძარცვისთვის საჭირო სხვა ნივთები აღმოუჩინეს.

იტალიური მედიის ცნობით, ორივე მამაკაცი წარსულში კანონსაწინაღმდეგო ქმედებებში არიან შემჩნეულები.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები