ხანძარი რუსთავში, საცხოვრებელ ბინაში [video]

2020-07-23 08:16:57

რუსთავში ფალიაშვილის ქუჩაზე ხანძარი იყო. [ვიდეო/video]

ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.

როგორც "ინფო რუსთავს" ადგილობრივებმა განუცხადეს ხანძრის გაჩენის მიზეზი, სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვია.

შემთხვევის დროს ბინაში ერთი მამაკაცი იმყოფებოდა და ცეცხლი იმ ლეიბს წაეკიდა, რომელზეც მას ეძინა.

კაცმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველოსა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები