ახალი მანქანები სასწრაფო-სამედიცინო ცენტრსითვის

2020-07-21 16:51:12

რუსთავiს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრს 3 ახალი ავტომობილი გადმოსცეს.

ახალი ავტომობილი ქალაქს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლების ფარგლებში გადმოსცეს.

ახალი ავტომობილების პრეზენტაცია თბილისში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, თბილისის მერ კახა კალაძესთან და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად გამართეს.

ავტოპარკის განახლების ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტრომ საგანგებო სიტუაციების ცენტრს 60 მანქანა გადასცა. მათგან 45 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილია, ხოლო 15 მაღალი გამავლობის რეანომობილი, რომელიც კრიტიკული პაციენტების სამედიცინო დაწესებულებათა შორის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება.
აღნიშნული ავტომობილები საქართველოს მასშტაბით სხვადასხბა რეგიონებში განაწილდა.