რუსთავის საკალათბურთო დარბაზში მორიგი მატჩი გაიმართა. რუსთაველი კალათბურთელები „მგზავრებს“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა დაძაბულად წარიმართა, მოწინააღმდეგემ ძალისხმევა არ დაიშურა, თუმცა გადამწყვეტ წამებში რუსთაველებმა მობილიზება მოახდინეს და 4 ქულიანი სხვაობით 80:76 გამარჯვება მოიპოვეს. შემდეგ შეხვედრას რუსთაველი სპორტსმენები სპორტის სასახლეში ჩაატარებენ. რუსთავის „რუსთავი“ თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდება.