მესტიაში დაკარგული 13 წლის ბიჭი, ამ დრომდე ვერ იპოვეს. მოზარდს მაშველები, ადგილობრივებთან ერთად ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ბიჭი სახლიდან ველოსიპედით სასეირნოდ 18 ივლისს დილით გავიდა და მას შემდეგ არ გამოჩენილა.
ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს:
"მეგობრებო გვჭირდება თქვენი დახმარება.
მესტიის რაიონის, სოფელ ლენჯერში, გუშინ 18 ივლისს, 11 საათზე სახლიდან გამოვიდა 13 წლის ილია ფილფანი. ოჯახი და ახლობლები შუადღის შემდეგ ვეძებთ. იყო ველოსიტედით , ეხურა კეპი და ეცვა მუქი ტანსაცმელი. ბოლოს ნახეს ლენჯერში. იმ შემთხვევაში თუ ფოტოზე გამოსახულ ბავშვის შესახებ რაიმე ინფორმაცია გაქვთ გთხოვთ დაგვიკავშირდით 591542653- ირაკლი
595409484-ანანო", - ნათქვამია ოჯახის ახლობლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.