სროლა ძველ რუსთავში [video]

2020-07-20 00:45:52

რუსთავის სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან პატიმარი გაიქცა [video/ვიდეო]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით პატიმარი სასამართლოს წინ მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში შევარდა, მას კვალდაკვალ მიჰყვებოდა პოლიცია.

დევნის დროს იყო გამაფრთხილებელი გასროლაც, პატიმარი მალევე, რამდენიმე წუთში კორპუსის ეზოში პოლიციამ დააკავა.

ფაქტის თვითმხილველი არის ადვოკატი დარეჯან ბუცხრიკიძე, რომელსაც სწორედ აღნიშნულ კორპუსში აქვს საადვოკატო ბიურო.

როგორ მოხდა გაქცევა და რას ჰყვება თვითმხილველი - დეტალები ნახეთ ვიდეოში.