ვირუსის რეკორდული ზრდა ერთ ღამეში

2020-07-19 12:21:48

მსოფლიოში ბოლო დღე-ღამეში ინფიცირებულთა რიცხვი რეკორდული მაჩვენებლით გაიზარდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, გასულ 24 საათში კორონვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მსოფლიოში დაახლოებით 260 000-ით გაიზარდა. მათი თქმით, პანდებიის დაწყების შემდეგ ეს არის ყველაზე დიდი ზრდა ინფიცირებულთა რიცხვის, რაც 24 საათში დაფიქსირებულა.

ვირუსის ახალი შემთხვევები ყველაზე მეტად ფიქსირდება ამერიკაში, ბრაზილიაში, ინდოეთსა და სამხრეთ აფრიკაში.

7360-ით გაიზარდა მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვიც.

მსოფლიოში ბოლო მონაცემებით კორონავირუსით სულ 14 მილიონი ადამიანია დაინფიცირებული, მათ შორის 8 მილიონი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 600 ათასზე მეტი გარდაიცვალა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები