მცირეწლოვანი ფანჯრიდან გადმოვარდა

2020-07-19 12:05:20

გურჯაანში საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდნილი 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბავშვი თამაშის დროს ფანჯრის რაფაზე ავიდა და გადმოვარდა.

დაშავებულ მცირეწლოვანს თავდაპირველად, გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალის კლინიკაში გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციის შემდეგ კი კატასტროფის ჯგუფმა თბილისში, ბოკერიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ გურჯაანში, ცხრა აპრილის ქუჩაზე მოხდა.