გავრცელდა ინფორმაცია რომ გიორგი შაქარაშვილს მარიამ ხატისკაცი მოსწონდა.
ორივე ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე იმყოფებოდა.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გიორგის და ეხმაურება და წერს - "1) გიო დაბადების დღეზე დაუპატიჟებლად არ წასულა, თუ ვინმე ასე თვლის ალბათ საკუთარი თავიდან გამომდინარე! 2) გიო დაბადების დღეზე წავიდა გასართობად და არა კონკრეტულად ვინმეს გამო! 3) რაც შეეხება ამ გოგოს :) მისი სიყვარული გიოს მიმართ მაშინ გამოიხატა, როცა მან გიოს დაკარგვის შესახებ გაიგო და სხვების მსგავსად დამალა! 4) მადლობა :) 5) ნახვამდის :)"
გავრცელებულ პოსტს მალევე უპასუხა მარიამ ხატისკაცმა - "მარტივია ადამიანის ლანძღვა და განსჯა. ვკითხულობ ათასობით საშინელ კომენტარს და გული მტკივა, როგორ შეგიძლიათ იწყევლებოდეთ, მაშინ როცა არაფერი იცით. ვისაც გგონიათ, რომ რამეს ვმალავ, ან ჩემს გამო მოხდა ეს ყველაფერი, მაგ სიმართლით იარეთ! ამხელა ზიზღს გამოხატავთ უსაფუძვლოდ, ტყუილად და მერე ეკლესიებში მიდიხართ. შეგრცხვეთ. ღმერთთან და გიოსთან ვარ მართალი, თქვენ კი გთხოვთ, იქნებ გვაცადოთ გლოვა."
გიორგის დის პოსტზე კომენტარი დედამ, თამუნა შალვაშვილმა დატოვა, მხოლოდ 2 სიტყვა - "ჩემი უნაკლო".