დაპირისპირება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის [video]

2020-07-17 00:51:06

სამხედრო ოპერაციის შედეგად აზერბაიჯნმა, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვართან თავუზში, სომხების მიერ გაგზავნილი სამხედრო სარეზერვო ძალები დაბომბა. [ვიდეო/video]

ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს და წერს, რომ განადგურებულია საავტომობილო ტექნიკა და ცოცხალი ძალა.

ისინი ამის ამსახველ ვიდეო მასალასაც ავრცელებენ.
შეგახსენებთ, რომ ვითარება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 12 ივლის დაიძაბა.

ორივე ქვეყანა სიტუაციის ესკალაციაში ბრალს ერთმანეთს სდებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სომხებმა სოფელი აგდამი დაბომბეს, რასაც 76 წლის მშციდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

პარალელურად სომხეთი აზებრაიჯანს სდებს ბრალს, რომ მათ ქალაქი ბერდი დაბომბეს.

აზერბაიჯანის მხრიდან გარდაცვლილებს შორის არის მაღალი რანგის გენერალ-მაიორი პოლანდ ჰაშიმოვი, რომლის ცხედრის ჩამოსვენებას ჰაშიმოვის მამის სახლში აქციები მოყვა. აქციის მონაწილეები ქუჩაში სრულფასოვანი ომის დაწყების მოთხოვნით გამოვიდნენ.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის წარმოქმინილი დაძაბულობის გამო აზერბაიჯანის მხრიდან გარდაცვლილია 12-მდე ადამიანი, მათ შორის ერთი სამოქალაქო პირი, ხოლო სომხების მხრიდან გარდაცვლილია 4 და დაჭრილია 20-მდე სამხედრო.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები