სურსათის ეროვნული სააგენტო ნახევარფაბრიკატებს ამოწმებს. სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან, 40 ნიმუში (ცხენის/ვირის ხორცის იდენტიფიცირებისთვის – 20 ნიმუში; ფრინველის ხორცის იდენტიფიცირებისთვის – 20 ნიმუში) აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში (,,ხარისხის ლაბორატორია – LLC Quality Lab”) გამოიკვლიეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხორცის სახეობრივი კვლევის შედეგად 9 ნიმუშში აღმოჩნდა ფრინველის ხორცი, თუმცა ეტიკეტზე აღნიშნულის შესახებ მითითებული არ იყო. სახეობრივი კვლევა ჩატარდა ცხენის/ვირის ხორცზეც, შედეგად, არცერთ შემთხვევაში დარღვევა არ გამოვლენილა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და დაევალათ სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა.
ნახევარფაბრიკატები, რომლებშიც ეტიკეტზე მითითებული ინფორმაცია შემცველობას არ შეესაბამებოდა: შპს თავადური 2014″ – „კატლეტი გაყინული“; „გუფთა გაყინული“; შპს “ექსტრა მითი“ – „სოსისი საბავშვო“;შპს „ხორცპროდუქტების ქარხანა ვაკე“ – „სოსისი საქონლის ვაკე“;შპს „ოს გრუპი” – „პილმენი გაყინული“; შპს ნიკორა – „ხინკალი სამეფო“; „სოსისი ივერია“; შპს ფასანაური 2010 – „ფარში ძროხისა და ღორის ხორცის“; შპს ხახაბო – „გაყინული ხინკალი“.
სახეობრივი კვლევისთვის ნიმუშების აღების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს აგრძელებს.