ზღვაში ახალგაზრდა ბიჭს ეძებენ

2020-07-16 12:41:30

ბათუმში, ზღვაში 15 წლის ბიჭს ეძებენ. 

"ზღვაში არასრულწლოვნის სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები არიან ჩართული. კერძოდ: სამძებრო სამუშაოებს ორი სკუტერი, ორი ნავი, სამი მყვინთავი ახორციელებს. მიმდინარეობს წყლის ფსკერის დათვალიერება. ამასთან, დრონით ხორციელდება პერიმეტრის კონტროლი",-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.