ელზა ლეკვეიშვილი მაჟორიტარული ოლქის მოსახლეობას შეხვდა.

2016-11-11 20:11:11

დღეს, რუსთავის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ელზა ლეკვეიშვილმა ამომრჩევლებს 2016 წლის ანგარიში წარუდგინა. მიმდინარე წელს, 20- და 21- მიკრორაიონებში ინფრასტრუქტურული, კეთილმოწყობის და სოციალური პროგრამების ფარგლებში, გადაიხურა კორპუსების სახურავები; შეიცვალა წყალ-კანალიზაციის მილები, გარე-განათების ნათურები; მოსახლეობის მოთხოვნით გადაიბელა ხეები; შეკეთდა სტადიონები და საბავშვო გასართობი მოედნები; გამწვანდა ეზოები და გზის გამყოფი ზოლები. ინდივიდუალური დახმარების სამედიცინო პროგრამით, 13 ასურელი მამის სახელობის ტერიტორიულ ორგანოში მცხოვრებმა 488 ადამიანმა და 157 ოჯახმა ისარგებლა. მაჟორიტარი დეპუტატი დამსწრეებს სხვადასხვა პროგრამებით გათვალისწინებულ სამომავლო გეგმებზე და არსებულ პრობლემებზეც ესაუბრა.