რუსთავში აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია.
ცეცხლი პარკინგზე, სავარაუდოდ, ფიცრის ღობეს წაეკიდა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.
ამ დროისთვის მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.