ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ავტომანქანის მძღოლი სახლის წინ მჯდომ ადამიანებს დაიჯახა. ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.