რუსთავში გიურზამ ძაღლი დაკბინა

2020-07-16 00:07:06

რუსთავში გიურზამ ძაღლი დაკბინა.

როგორც "ინფო რუსთავმა" გაარკვია, შემთხვევა საცხოვრებელი სახლის ეზოში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, პირველადი დახმარება მეტისის ჯიშის ძაღლს პატრონმა აღმოუჩინა, შემდეგ კი თბილისში, "ვეტერინარულ კლინიკა აბ-ვეტ ბუნება"-ში გადაიყვანა.

როგორც კლინიკის ვეტერინარმა გიორგი ხმალაძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, 3-4 საათიანი დაგვიანების შემთხვევაში, შემთხვევა ფატალური შედეგით დასრულდებოდა.

"შემოვიდა სახის შეშუპებით, ნაკბენი აღენიშნებოდა ყბა-სახის მიდამოებში. ჩვენთან ის კბენიდან დაახლოებით 1 საათში მოიყვანეს. შევიყვანეთ სხვადასხვა სახის მედიკამენტები, რომელიც დაეხმარა იმაში, რომ ყველანაირი პროცესი, რომელსაც იწვევს გველის შხამი, დასტაბილურებულიყო", - აცხადებს გიორგი ხმალაძე.

ვეტერინარის ინფორმაციით, ძაღლს ჩაუტარეს მკურნალობის კურსი და ის უკვე რუსთავში დაბრუნდა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI