რუსთავში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა [video]

2020-07-12 14:57:20

რუსთავში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. [ვიდეო/vdeo]

დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯართის მიმღებ პუნტქში, სავარაუდოდ, გაზის დანადგარი აფეთქდა.

თვითმხილველების თქმით, გაზის დანადგარი სატვირთო ავტომობილზე იდო, რა დროსაც აფეთქდა და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა 41 წლის მამაკაცმა სხვადასხვა დაზიანებები მიიღო.

მამაკაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

"ინფო რუსთავს" საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა გელაშვილმა განუცხადა, რომ მამაკაცს სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები აღენიშნებოდა და შეყვანის დროს უკვე გარდაცვლილი იყო.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ორი სახანძრო სამაშველო ეკიპაჟი, ასევე კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.