რუსთავში მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა

2020-06-10 11:20:50

რუსთავში მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში არსებულ ცხელების ზონაში განუცხადეს, პაციენტი შუახნის მამაკაცია.

ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, პაპუნა ბახტაძის ინფორმაციით, ინფიცირებული რუსეთის მოქალაქეა და ის სატვირთო ავტომობილს მართავდა. საზღვრის კვეთისას მას სწრაფი ტესტით ინფიცირება არ დაუდასტურდა. სამი დღის შემდეგ სავალდებულო, PCR ტესტირება ჩაუტარეს, ტეტზე პასუხი დადებითი აღმოჩნდა და ის მხოლოდ ამის შემდგომ შეიყვანეს რუსთავის ცხელების ზონაში შეიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, რუსთავში მამაკაცს კონტაქტები არ უფიქსირდება.

პაციენტი შემდგომი მკურნალობის მიზნით თბილისში გადაიყვანეს.