ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა დასრულდა

2017-05-17 15:48:23

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. დღის აღსანიშნავად, სასულიერო პირებმა, მრევლმა და საზოგადოების ნაწილმა, ფეხით მსვლელობა ქალაქის ხუთი ლოკაციიდან დაიწყეს. დროშებითა და ხატებით, მათ რუსთაველის მთვარი გამზირი გაიარეს და სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ. ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ,  პარაკლისი გადაიხდა და მსვლელობის მონაწილეები დალოცა. პატრიარქმა მრევლს მოუწოდა რომ, ოჯახში არ იყოს ჯხუბი, მითუფრო ბავშვების თვალწინ, და თუ მაინც, მშობლებს შორის მოხდება კამათი, სასურველია რომ უთანხმოება არ გაგრძელდეს რამდენიმე დღეს.

ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში 2014 წლიდან აღინიშნება.