რა შემთხვევაში დაჯარიმდებით 150 ლარით

2020-08-10 00:44:53

რუსთაველები, რომლებიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალოჰოლს მოიხმარენ 50 ლარიდან  150 ლარამდე დაჯარიმდებიან.

კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი 171 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალკოჰოლური სასმელის სმა ტადიონზე, სკვერში, პარკში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში, გარდა სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოებისა და იმ ადგილებისა, სადაც ალკოჰოლური სასმელები ჩამოსხმით იყიდება, − გამოიწვევს დაჯარიმებას 50-დან 150 ლარამდე ოდენობით.

ხოლო იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ერთი წლის განმავლობაში აღნიშნული სამართალდარღვევის გამეორების შემთხვევაში პირი 500 ლარით დაჯარიმდება.

თუკი პირისთვის გათვალისწინებული ჯარიმა არასაკმარისად ჩაითვლება, პირს 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები