რა ღირს აგარაკის დაქირავება ზაფხულში

2020-07-17 14:15:14

სეზონზე აგარაკების დაქირავებაზე მოთხოვნა მცირედით გაზრდილია, თუმცა, ფასები არ შეცვლილა. ამის შესახებ უძრავი ქონების სააგენტოში აცხადებენ.

მათივე ცნობით, ძირითადად, მოთხოვნა არის უძრავი ქონების 1 ან 2 თვით ქირაობაზე, თუმცა, არის შეთავაზებები, სადაც მთლიანი სეზონით ქირაობა მოიაზრება.

რაც შეეხება ტერიტორიებს, თბილისის შემოგარენში აგარაკის ქირაობის თვალსაზრისით, ყველაზე მოთხოვნადია: კოჯორი, ოქროყანა, ტაბახმელა, კიკეთი, წავკისი, შინდისი, წყნეთი. ხოლო ნაკლებად მოთხოვნად ლოკაციებს შორისაა: მანგლისი, ბეთანია და საგურამო.

ზაფხულში აგარაკის ერთი თვით ქირაობის ფასიც, ადგილების შესაბამისად განსხვავებულია. მაგალითად, აგარაკის ქირაობის ფასი თვის განმავლობაში ტერიტორიების მიხედვით, შემდეგია:

მანგლისი - 700-1500 ლარი;

საგურამო - 1200-2000 ლარი;

ოქროყანა - 2000-4000 ლარი;

წავკისი - 2000-3000 ლარი;

ტაბახმელა - 2000-3000 ლარი;

კოჯორი - 1500-3000 ლარი;

წყნეთი - 3000 – 8000 ლარი.