ინგლისური გამოცემა საქართველოს შესახებ წერს

2020-07-06 11:32:04

ბრიტანული მაუწყებელი BBC სათაურით "როგორ დაეხმარა სამი მუშკეტერი საქართველოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში" სტატიას აქვეყნებს, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი რა ნაბიჯები გადადაგა ქვეყანამ ვირუსთან საბრძოლველად.

ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და თენგიზ ცერცვაძე არიან ის ადამიანები, რომელებიც გამოცემამ "სამ მუშკეტერად" მოიხსენია.

ავტორი წერს, რომ საქართველო იმ 15 უსაფრთხო ქვეყანას შორის მოხდა, რომლებსაც ევროკავშირმა 1 ივლისიდან საზღვრები გაუხსნა.

BBC-ს საქართველოს წარმატების პარალელულურად შედარებისთვის მოჰყავს დღევანდელი მდგომარეობა ჩვენს მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველიურად მატულობს.

სტატიაში დეტალურადაა აღწერილი, რა ნაბიჯები გადადგა სახელმწიფომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის დადასტურების შემდეგ.

ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს მარინა ეზუგბაიას როლსაც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

BBC აღნიშნავს, რომ საქართველოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეცნიერებმა დაიმსახურეს დიდი პატივისცემა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები