პარაგლაიდინგი რუსთავში [video]

2020-07-07 00:32:46

ექსტრემალური სპორტის ერთ-ერთი ყველაზე სათავგადასავლო და შთამბეჭდავი სახეობა, რომელიც განსაკუთრებულ ემოციებს აღძრავს - პარაგლაიდინგი უკვე რუსთავშია. [ვიდეო/video]

ამიერიდან პილოტთან ერთად ფრენა ტანდემი-პარაპლანით ნებისმიერ მსურველს რუსთავში შეეძლება, ასევე საშუალება მოგეცემათ გაიაროთ სასწავლო კურსი და სპორტის ამ სახეობით არა მხოლოდ ერთჯერადად, არამედ პროფესიონალურ დონეზე დაკავდეთ.

პროფესიონალ პილოტთა გუნდი იაღლუჯის ფერდობის სასწავლო კურსებისთვის ათვისებას გეგმავს. პირველი ფრენები ფერდობიდან უკვე განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ პილოტები რუსთაველი ახალგაზრდები არიან, რომლებიც ამ დრომდე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაფრინავდნენ.

როგორც რუსთაველი პროფესიონალი პილოტი გიორგი გედამინსკი "ინფო რუსთავთან" საუბრისას აცხადებს, რუსთავს აქვს პოტენციალი, საქართველოში პარაგლაიდინგისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად გადაიქცეს.

ისევე, როგორც, ნებისმიერი სხვა ექსტრემალური სპორტი, პარაგლაიდინგიც გარკვეულ რისკებთან და საფრთხესთან არის დაკავშირებული, თუმცა უსაფრთხოების ზომებზე რუსთაველი ახალგაზრდები მაქსიმალურად ზრუნავენ.

ერთჯერად ფრენასთან ან სასწავლო კურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ მითითებულ ბმულზე.



ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები