6 ივლისიდან ეროვნული გამოცდები იწყება

2020-07-03 11:48:51

ორშაბათიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება.

რუსთავის საგამოცდო ცენტრი გამოცდების ჩასატარებლად მზადაა. როგორც სკოლის დირექტორმა ეკა ცხვედაძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, კვირას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გენერალური რეპეტიცია ჩატარდება.

"კვირას სკოლა იქნება სრულ მზადყოფნაში. ცენტრის ყველა მომუშავე 5 ივლისს იქნება ადგილზე და ჩატარდება სდაცდელი გამოცდა. ამ დროს მოწმნდება ტექნიკური საკითხები და მოდის ყველაფერი მწყობრში. ყველა დეტალი, რაც კი მითითებული გვაქვს ინსტრუქციაში, გათვალისწინებულია. ძირითადი მითითებებია პირბადეების მზაობა, საგამოცდო ოთახებში სადეზინფექციო სამუშაოების სისტემატიური ჩატარება, დეზობარიერების მოწყობა, მაგიდებს შორის ბარიერების აწყობა", - აცახდებს ეკა ცხვედაძე.

ერთი საგამოცდო ოთახი 10 აბიტურიენტზეა გათვლილი, მათ მაგიდებს შორის მანძილი კი, სოციალური დისტანცირების გათვალისწინებით, 2 მეტრი იქნება.

აბიტურიენტებს საგამოცდო ცენტრებში პირბადეებით შესვლა ევალებათ, თუმცა მათ პირბადის მოხსნა საგამოცდო სივრცეში შეეძლებათ. იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ოთახის ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, მეთვალყურეს ექნება კონდიციონერის ჩართვის უფლება.

რეგისტრაციამდე აბიტურიენტებს ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, გაივლიან დეზობარიერს, სავალდებულოა დისტანციის დაცვა, როგორც ეზოში, ასევე კორიდორებში. რაც შეეხება ბარიერებს მაგიდებს შორის - საგამოცდო ცენტრებში ყველა მაგიდის წინ განთავსებული იქნება გამჭვირვალე ფარი.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები