რომელი ქუჩების რეაბილიტაცია მოხდება რუსთავში

2020-07-02 17:45:39

ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით, ქალაქში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ჩანაცვლება მოხდა - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან კავთიაშვილმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, დაზუსტდა რუსთავის მუნიციპალიტეტისთვის გათვალისწინებული ტრანსფერი და ტენდერებიდან დარჩენილი ეკონომიების გათვალისწინებით, 904 900 ლარით მისი შემცირება მოხდა.

რუსთავის შემოსასვლელის პროექტის განხორციელების ნაცვლად ჯავახიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მოხდება. ასევე, პირველი მუსიკალურის რეაბილიტაციის ნაცვლად, ფიროსმანის და მოდებაძის ქუჩებზე ტროტუარები მოეწყობა და მე-12 მკრ-ის პირველი ნომერის შიდა ეზოს მოპირკეთება განხორციელდება.

საერთო ჯამში, რუსთავის 2020 წლის ბიუჯეტი როგორც შემოსულობების, ისე გადასახდელების ნაწილში 64 341 200 ლარით განისაზღვრა.