24 წლის გოგოს მდგომარეობა მძიმეა

2020-06-30 12:38:50

თბილისში, დიდუბეში 24 წლის მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თანატოლ გოგოს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი შეყვარებულთან დაშორებული იყო და შერიგებას აიძულებდა, უარის მიღების შემდეგ კი გოგოს თავს დაესხა, ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

"ახალგაზრდა გოგო რეანიმაციაში იმყოფება. სხეულის 37%-ი აქვს დამწვარი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა",- აცხადებს დამწვრობის ცენტრის დირექტორმი გუგა ქაშიბაძე.

ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული შ.გ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ შ.გ.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, 1996 წელს დაბადებულ ს.შ.-ს საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ს.შ. მიღებული სხეულის დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ბენზინის ბოთლი ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს- ნათქვამის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფოტო არ ასახავს რეალობას.