საბერძნეთში, კერძოდ თესალონიკში, 43 წლის ქართველი კაცი დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მამაკაცი ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ბერძენმა სამართალდამცავებმა გააჩერეს და ავტომობილის შემოწმება მოითხოვეს.
კაცს ავტომობილში 1 მეტრის სიგრძის მახვილი აღმოაჩნდა, რაც ბერძნული იარაღის ტარების შესახებ კანონის დარღვევაა.
კაცი პოლიციამ დააკავა.