საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2-ით გაიზარდა და 928 გახდა.
ორივე შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა და ისინი საზღვრიდან გადმოყვანილი მძღოლები არიან, რომლებსაც ინფიცირება ცხელების ცენტრში დაუდასტურდათ.
ვირუსის დადასტურების შემდეგ ინფიცირებულები კლინიკა "მედალფაში" მოათავსეს.