ყველა სიგარეტი ერთნაირი კოლოფით გაიყიდება

2017-05-15 17:25:15

2018 წლის პირველი იანვრიდან თამბაქო, ლოგოს, დიზაინის და ბრენდირების გარეშე გაიყიდება. შეფუთვა გახდება სტანდარტული და შეფუთვის 75% -ზე დატანილი იქნება, თამბაქოს შედეგად მიყენებული ზიანის ამსახველი მასალა. სტანდარტულ შეფუთვაზე დატანილი იქნება, მხოლოდ თამბაქოს დასახელება, ქართულ ენაზე. საკითხი დღეს, მესამე მოსმენით, ჯანდაცვის კომიტეტმა განიხილა.

„ინფო რუსთავი“ აღნიშნულის შესახებ ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელს ზურა ძნელაშვილს ესაუბრა. მისი თქმით შეასძლოა სიახლემ გარკვეული პრობლემები შექმნას და კონტრაბანდას შეუწყოს ხელი.