გაიხსნება თუ არა რუსთავის ტბაზე საცურაო სეზონი

2020-06-28 14:46:48

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში არსებულ ტბაზე საცურაო სეზონი ჯერჯერობით არ გაიხსნება - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" "რუსთავსერვის ცენტრის" ხლმძღვანელმა გიორგი გოროზიამ განუცხადა.

გოროზიამ აღნიშნულის მიზეზად წყლის ვარგისიანობის განსაზღვრა დაასახელა. "რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელის ინფორმაციით, წყალი უკვე გაგზავნილია სინჯზე, თუმცა როდის იქნება სინჯის პასუხი, ჯერჯერობით უცნობია.

მანამ, სანამ პასუხები ცნობილი არ გახდება მსურველები ტბაში ცურვას ვერ შეძლებენ.