რა ვითარებაა მეზობელ ქვეყნებში

2020-06-25 12:14:08

საქართველოში კორონავირუსის გამო შექმნილი ეპიდმგომარეობა ჯერ-ჯერობით დასტაბილურებულია, თუმცა ვირუსი გავრცელებას მეზობელ ქვეყნებში კვლავ  განაგრძობს.

კორონავირუსის გავრცელების მხრივ ჯერ კიდევ რთული ვითარება რჩება სომხეთში, სადაც გასულ 24 საათში რეკორდულად მაღალი ინფიცირებულთა რიცხვი დადასტურდა. გასულ ღამეს ქვეყანამ 771 ახალი კოვიდინფიცირების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, ხოლო 11 გარდაცვალება დაფიქსირდა. ამ დროისთვის სომხეთში კორონავირუსით სულ 22 488 ადამიანია ინფიცირებული, 397 გარდაცვლილი და 10 756 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მაღალია ინფიცირებულთა რიცხვი აზერბაიჯანშიც, სადაც ამ დროისთვის კორონავირუსის 14 305 დადასტურებული შემთხვევაა, 174 გარდაცვლილია და 7768 გამოჯანმრთელებული.

სამეზობლოში ყველაზე მეტი კოვიდინფცირებული რუსეთს ჰყავს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 7113 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 92 გარდაიცვალა. საერთო ჯამშინ რუსეთში კორონავირუსის 613 994 დადასტურებული შემთხვევაა, 8605 გარდაცვლილი და 375 164 გამოჯანმრთელებული.

რაც შეეხება თურქეთს, ქვეყანას ამ დროისთვის კორონავირუსის 191 657 დადასტურებული შემთხვევა აქვს. 5025 გარდაცვლილია და 164 234 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები